Saturday, May 3, 2014

ტრენინგის შეფასება.

ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი საკმაოდ საინტერესოა ბევრი მიმართულებით:

  • წარმოდგენილია 21-ე საუკუნისათვის დამახასიათებელი კომპიუტერული უნარ-ჩვევები რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებელს იყოს თანამედროვე და მოტივირებული.
  • ბლოგების შექმნა და მათ საიტებზე განთავსება საშუალებას მისცემს მასწავლებელს უწყვეტი კავშირი ქონდეს კოლეგებთან როგორც საკუთარ ქვეყანაში ასევე მის საზღვრებს გარეთ, ხელს შეუწყობს აზრთა გაზიარებას და მასწავლებლის შემდგომ განვითარებას.
  • საშუალებას მისცემს მასწავლებელს თვითონვე გააცნოს მოსწავლეებს კომპიუტერული უნარ-ჩვევები თუ ამას მოსწავლის საჭიროება მოითხოვს. 
  • დაეხმარება მასწავლებელს და მოსწავლეს საქმიან ურთიერთობაში, ანუ, მოსწავლის ბლოგის საშუალებით მასწავლებელი გაეცნობა მოსწავლის წინსვლას და განვითარებას.
  • ასე რომ, ტრენინგი საშუალებას მისცემს მასწავლებელს იყოს მუდმივი განვითარების პროცესში.
და ბოლოს,
მინდა დიდ მადლობა მოვახსენო ტრენერს ქეთი ცერაძეს დაუღალავი და დიდი შრომისათვის.
ტრენინგის მე-9 დღე.


  • გამეორება
  • ბლოგი-გვერდების ჩასმა. განვიხილეთ როგორ უნდა ჩავსვატ გვერდები ბლოგში. აგრეთვე მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.
  • ალბომის შექმნა და ბლოგზე გადატანა. საკმაოდ საინტერესო იყო ალბომების შექმნა და მათი ბლოგზე გადატანა, ეს კიდევ ერთხელ დაგვეხმარება გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ჩვენს კოლეგებს.
  • პროექტის პრეზენტაცია. წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შედგენილი ნიმუში პროქტისა   და აგრეთვე რა დადებითი მხარეები აქვს პროექტს რომელიც წარმოდგენილი იქნება ასეთი სახით.
  • ტრენინგის შეფასება.

Sunday, April 27, 2014

ტრენინგის მე-8 დღე.

  • გამეორება. ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით, რაც საშუალებას გვაძლევს განვამტკიცოთ მასალა.
  • ფასილიტაციის რესურსის შექმნა. გავეცანით მეთოდს როგორ უნდა შევქმნათ მოსწავლის დამხმარე რესურსი.
  • პორტფოლიოს გადახედვა. გადავამოწმეტ პორტფოლიოები და გავაკეთეთ კორექტირება.
  • პორტფოლიოს ატვირთვა. ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ პორტფოლიო, როგორ შევცვალოთ გაჯეტები, როგორი დიზაინინმივცეთ, გაჯეტები როგორ დავამატოთ, სიის გაჯეტები.
დიდი მადლობა ტრენერს, ასეთი დაუღალავი მუშაობისათვის.

Saturday, April 26, 2014

ტრენინგის მე-7 დღე.

  • გამეორება
  • ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.ძალიან საჭირო და აუცილებელი აქტივობა, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეს სწორად წარმართოს პროექტის მსვლელობა და დაკონკრეტდეს მასალაზე. აგრეთვე საჭიროა გავითვალისწინოთ სუსტი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები. შევქმენი მუშაობის პროცესში კითხვარის ნიმუში. 
  • ბლოგის გაჯეტი :ბლოგზე საათის ჩასმა.განვიხილეთ ტექნიკურად როგორ ჩავსვათ საათი. 
  • პეროექტის გეგმაზე მუშაობა.სასწავლო პროცედურების გაწერა. პროექტის სრულყოფა.

Tuesday, April 22, 2014

ტრენინგის მე-6 დღე.


  • გამეორება.
  • მოსწავლის პრეზენტაცია,  როგორ უნდა წარმოადგინონ მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები, ტექნიკური მხარე და რა არის საჭირო იმისათვის, რომ სწორად წარმართონ პრეზენტაციის მიმდინარეობა, ყველა ეტაპი უნდა დაიწეროს, ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს უფრო ეფექტიანად წარმარტონ პროექტზე მუშაობა. გადავხედეთ გეგმებს პრეზენტაციების შესახებ.
  • შეფასებები. შეფასებების რუბრიკების განხილვა საშუალებას მოგვცემს კარგად განვსაზღვროთ თუ რა კრიტერიუმებით  უნდა შეფასდეს მოსწავლის ნაშრომები მუშაობის პროცესი და საბოლოოდ.
  • ბლოგზე მუშაობა. გავიმეორეთ ბლოგზე მუშაობის ზოგიერთი დეტალი.  
ტრენინგის დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა.

Thursday, April 17, 2014

ტრენინგის მე-5 დღე.

  • გამეორება, რამაც საშუალება მომცა კიდევ ერთხელ გამეხსენებინა გავლილი მასალა.
  • გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.
  • შევისწავლეთ როგორ გავაკეთოთ კომენტარები ბლოგზე. ეც საშუალებას მომცემს ჩემი აზრი გავუზიარო კოლეგას ან თუ მოსწავლეს ექნება ბლოგი, მოსწავლეს.
  • მოწსავლის ნიმუშების-ბლოგის შექმნა.
  • გაჯეტები, საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ჩვენ ბლოგს კარგი ორგანიზება  და სახე მოვცეთ.
ტრენინგმა საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, ტრენერი, ქეთი ცერაძე, როგორც ყოველთვის საკმაოდ აქტიური და საკმაოდ ენერგიულია, ყოველთვის მზად არის ამომწურავად გასცეს პასუხი თვითოეული მონაწილის კითხვას და სათანადოდ აუხსნას მრავალჯერ, ვიდრე მონაწილე კარგად არ გაიგებს საკითხს.

Saturday, April 12, 2014

ტრენინგის მე-4 დღე.


  • დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით: მიმართულების კითხვები, მიზანი, სტანდარტი
  • განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები: ვნახეთ შეფასების სქემები და სქემების დახასიათებები
  • შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმები, როგორ უნდა დაიწეროს.
  • განვიხილეთ როგორ უნდა შეიქმნას საპრეზენტაციო Power-Point, შევადგინეთ სლაიდები და მის ბლოგზე გადატანა.
ტრენინგმა საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.